აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში თვითიზოლაციის ვადის 10 დღემდე შემცირებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი თვითიზოლაციის პერიოდი, შესაძლოა, 7 დღეს არ აღემატებოდეს.
აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ამჟამინდელი რეკომენდაციით, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში მოქალაქეებმა 14-დღიან თვითიზოლაციას უნდა მიმართონ.