Reuters-ის ცნობით, ავღანეთში ,,თალიბანის“ ახალი ხელისუფლება ავიაკომპანიებს საერთაშორისო ფრენების აღდგენის მოთხოვნით მიმართავს.
თალიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო ფრენების შეჩერებამ უამრავი ავღანელი საზღვარს მიღმა დატოვა. მისი თქმით, პრობლემები შეექმნათ ასევე სასწავლებლად და სამუშაოდ წამსვლელ ადამიანებსაც.
,,რადგანაც ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებულია და აეროპორტი სრულად ფუნქციონირებს შიდა და საერთაშორისო ფრენებისთვის, ,,თალიბანი“ თანამშრომლობის გარანტიას იძლევა ”, - ნათქვამია ავღანეთის ახალი მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.