საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკს დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღარების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც პარიზში, ინვალიდების სასახლეში ჩატარდა, პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს გადასცა.
ეროვნული გმირის წოდება დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, საქართველოსადმი განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების თავგანწირვისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში ქართული ემიგრაციის კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა. სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების ორდენი გადაეცა ღირსი მამა ილია (ელი) მელიას, ასევე, დიპლომატს, მთარგმნელს და თეოლოგს კონსტანტინე ანდრონიკოვს (ანდრონიკაშვილი).
ელი მელია საზღვარგარეთ ქართული ემიგრაციის სულიერი მხარდაჭერისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის დაჯილდოვდა, ხოლო კონსტანტინე ანდრონიკოვის (ანდრონიკაშვილი) საზღვარგარეთ საქართველოსათვის სახელის განთქმისათვის, გამორჩეული დიპლომატიური, მთარგმნელობითი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის. პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები ემიგრანტების შთამომავლებს პარიზში, ინვალიდების სასახლეშ გამართულ ღონისძიებაზე გადასცა, რომელიც საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წელს მიეძღვნა.