გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი აცხადებს, რომ კაცობრიობა ძალიან ახლოს იმყოფება ბირთვულ განადგურებასთან. აღნიშნული განცხადება გუტიერესმა ბირთვული იარაღის სრულ განადგურებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.
მისი თქმით, სახელმწიფოები თავიანთ არსენალს აუმჯობესებენ. გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს ბირთვული შეიარაღების აღმოფხვრისაკენ, ერთმანეთის ნდობისა და მშვიდობისკენ მოუწოდებს.
ამ დროისთვის მსოფლიოში დაახლოებით 14 ათასი ბირთვული იარაღი ინახება.