გურიაში, 15 წლის მოზარდს გზაზე გადასვლისას მიკროავტობუსი დაეჯახა

ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ნაგომარში, ავტოავარიას მეათე კლასის მოსწავლე, 15 წლის გელა მარგველიანი ემსხვერპლა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და სახლში მიდიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მოძრავი მიკროავტობუსი დაეჯახა.