აშშ-ში, კენტუკის შტატის უდიდეს ქალაქ ლუისვილში, ებრაულ კლინიკაში (UofL Health's Jewish Hospital) ხელოვნური გულის იმპლატანცია (ქალი პაციენტისთვის) განხორციელდა. ხელოვნური გული (Aeson-ი) იმ პაციენტებისთვის არის შექმნილი, რომლებსაც ტრანსპლანტაცია ესაჭიროებათ და დონორის მოლოდინში არიან. ოპერაცია ქირურგებმა მარკ სლოტერმა და სიდარტ პაჰვამ, ექიმების და კლინიკის სამედიცინო სასწავლებლის გუნდთან ერთად ჩაატარეს.
„ზომის ლიმიტმა შეიძლება, ხელოვნური გულის გადანერგვა ქალებში გაართულოს, მაგრამ Aeson-ი საკმარისად კომპაქტურია, რომ მოხვდეს გულმკერდის ღრუში, რაც უფრო მეტი წარმატების იმედს გვაძლევს მომავალში“, - განაცხადა ერთ-ერთმა ქირურგმა მარკ სლოტერმა.
„სამნახევარი საათის განმავლობაში პაციენტი ელოდება გულის გადანერგვის ოპერაციას. დონორთა სიმცირის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია, მათი უმრავლესობისთვის გულის გადანერგვა. ასე რომ, მუდმივი მოთხოვნაა ინოვაციის საჭიროების“, - აღნიშნა ქირურგმა სიდარტ პაჰვამ.
მსოფლიოში პირველი (AbioCor) იმპლანტირებადი გულის ოპერაცია ებრაულ საავადმყოფოში ლუისვილის უნივერსიტეტის ქირურგებმა 2001 წლის ივლისში ჩაატარეს.
ცნობისთვის, იტალიაში, ნეაპოლის ერთ-ერთი კლინიკის ქირურგებმა სრულად ხელოვნური გულის Aeson პირველი კომერციული იმპლანტაცია 2021 წლის ივლისში ჩაატარეს.
მწარმოებლების აზრით, ასეთი გულით ცხოვრებას ადამიანი 6 თვის განმავლობაში შეძლებს, თუმცა თვითონ მოწყობილობამ შეიძლება 5 წლის განმავლობაშიც იმუშაოს.
იტალიაში ჩატარებული ოპერაციის ღირებულებამ მაშინ 150 ათასი ევრო შეადგინა.