ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აღარ ბლოკავს

ავსტრიამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის დამტკიცებას დათანხმდება, რითაც მომავალი კვირის დასაწყისში დაგეგმილ კენჭისყრამდე მთავარ დაბრკოლებას ხსნის. 


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს ლუქსემბურგში გამართავენ შეხვედრას. იმედოვნებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სანქციების პაკეტს დაასრულებენ. Reuters-მა ამ თვის დასაწყისში დაწერა, რომ პაკეტის მიღება ჩიხში შევიდა, რადგან ავსტრია ევროკავშირისგან მოითხოვდა გაყინული რუსული აქტივების განბლოკვას, რათა ავსტრიულ Raiffeisen Bank International-ს (RBIV.VI) რუსეთის მიერ დაკისრებული სანქციების ანაზღაურება შეძლებოდა.“ თუმცა ევროკავშირის სხვა ქვეყნები ამას არ დაეთანხმნენ. 


„ავსტრია მხარს უჭერს რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას და ორშაბათს დაამტკიცებს მე-19 სანქციების პაკეტს,“ - ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.