28 წლის წინ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია. ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება.
ამ წლისთავის აღსანიშნავად და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ელჩმა კელი დეგნანმა, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ და საქართველოში უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის წევრებმა გმირთა მოედანზე, მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ამ ტექსტით საქართველოში ამერიკის საელჩო სოხუმის დაცემის დღეს იხსენებს
საქართველოში დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.