ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 663 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2383 პაციენტი, 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ჩატარდა 13 277 კოვიდტესტი.
26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.99%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.48% ხოლო 7 დღის განმვლობაში - 6.01%.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.99%-ია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 844 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 245, აჭარა - 48, იმერეთი - 123, ქვემო ქართლი - 28, შიდა ქართლი - 19, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 101, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ვირუსი აქვს 19 404-ს, საიდანაც 4 569 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 684, აჭარაში - 442, იმერეთში - 954
1 074 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 411, აჭარაში - 124, იმერეთში - 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 288, მათგან თბილისში - 175, აჭარაში - 23, იმერეთში - 32. 776 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 390 - თბილისში, 229 - აჭარაში.
14 059 პაციენტი ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 26 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 171 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 17 944 ადამიანი.