მთავრობა ინტენსიურ ტესტირებას იწყებს - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემბერდია სიჭინავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პირველ თებერვლამდე, მხოლოდ მთავრობა 20 000-მდე ტესტს ჩაატარებს. პროცესში ასევე ჩაერთვებიან კერძო კლინიკებიც.
„სახელმწიფო დღეში გააკეთებს, დაახლოებით 20 ათას ტესტს, ხოლო ამას დაემატება კიდევ კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, სწრაფი გამოვლენა ინფიცირების შემთხვევების, რაც გულისხმობს, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას დაუყოვნებლივ, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუმროებში განთავსებას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას. ამ მიზნით, 2 თვის განმვლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა და ტესტირების გაფართოება შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენისა და ინფიცირებულების იზოლირების მიზნით,“ - განაცხადა სიჭინავამ.