IPSOS-ის კვლევით, თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება

IPSOS-ის კვლევით, თბილისის მერობის კანდიდატთა რეიტინგი ასეთია: კახა კალაძე - 41% ნიკა მელია - 36% გიორგი გახარია -13% ანა დოლიძე; 4% ანა ბიბილაშვილი; 2% დანარჩენი კანდიდატები - 4%;

„მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური იქნება.

ტელეკომპანიის ცნობით, ეს არის ე.წ. ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები, მასში ასახულია იმ რესპონდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას.

„აქვეა გადანაწილებული იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ თავიანთ ფავორიტს, მაგრამ დამატებითი კითხვების მეშვეობით კვლევის ავტორებისთვის ნათელი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი”, - ნათქვამია „მთავარი არხის“ ინფორმაციაში.

მისივე თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21-25 სექტემბრის პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ს შეადგენს.

ამავე თემაზე:

თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგი მორიგ კვლევაში განისაზღვრა