"თვითმმართველობის არჩვენების შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, არანაირ შედეგს ამასთან კავშირი არ აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია რომ კახა კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს და მეორე ტური საჭირო აღარ იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კომენტარი გავრცელებულ ჩანწერებზეც გააკეთა და განაცხადა, რომ არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს.
მისი თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა კანონდამრღვევის მისამართით შესაბამისი ზომები გატარდება.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ თუ რამე ხდება, ყველაფერზე არის თანამდებობის დატოვების მოთხოვნა. არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს, ამიტომ გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაბამისი ზომები ყველა კანონდამრღვევის მისამართით, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შედეგები ნდობის აღდგენის კუთხით მოსახლეობისთვის იყოს წარდგენილი. ჩაერთვებიან ამაში როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი ექსპერტები, რათა ობიექტურობასთან და შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.