ირაკლი ღარიბაშვილი: დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებში

„ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიასა და სახელმწიფოზე", - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 სექტემებრს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის საქართველოც არ არის გამონაკლისი

"დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებშ. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს მასალების ავთენტურობა და უნდა მოახდინოს ანალიზი, რა იყო რეალურად ფაბრიკაცია და რა - ნამდვილი ჩანაწერი. ამას სჭირდება დრო, ანალიზი და რეალურად ამის შემდეგ საბოლოო პასუხებს გამოძიება გაგვცემს. ძალიან ბევრმა ადამიანმა უარყო, იმდენად არასერიოზული ჩანაწერები იყო. ვიცით რა სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ხელწერა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით, რომ ეს იყო დიდი სიყალბე და იყო ორგანიზებული შეტევა სახელმწიფოზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.