„თალიბანის“ მთავრობის აღიარება შეუძლებელია, რადგან მინისტრებს შორის არის 17 ტერორისტი და ქალებისა და გოგოების ადამიანის უფლებები მუდმივად ირღვევა,” - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თუმცა, მისივე თქმით, ავღანელმა ხალხმა უნდა დაიწყოს ფინანსური დახმარების მიღება, რომელიც ხელისუფლებაში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ შეჩერებულია.
„მოკლე დროში ისინი ვერ შეძლებენ ხელფასის გადახდას. ცხადია, ჩვენ უნდა ავირიდოთ ავღანეთში კოლაფსი და მიგრაციის უკონტროლო ნაკადი, რომელსაც შეუძლია, მეზობელ ქვეყნებში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამავე თემაზე: