დავით ზალკალიანი: ვფიქრობ, დასავლელი პარტნიორები ადეკვატურები უნდა იყვნენ მოვლენების შეფასებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა შესაბამის ფორმებშია და საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას ის არ დაუზიანებია. ამის შესახებ, საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზალკალიანითქმით, ნიუ-იურკში ვიზიტის დროს, საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც თვალყურს ადევნებდა და კომუნიკაცია ჰქონდა კარლ ჰარცელთანაც.

"მეგობრები ვართ და აუცილებელია, ერთმანეთს გულწრეფლად ვუთხრათ სათქმელი. როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია. ვფიქრობ, ისინიც აუცილებლად უნდა იყვნენ ადეკვატური მოვლენების შეფასებაში და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდესაც აშკარად არის საუბარი, რომ ერთი მხარე მიდის პროვოკაციაზე, უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ეს მხარე არ იქცეოდა შესაბამისად და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორები ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ და აფასებენ. ეს ყველაფერი კი, იქნება გამოხატული საბოლოო დასკვნაში, რომელიც მომზადდება არჩევნების შედეგად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბრებს ევროკავშირის ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, 24 სექტემბერს ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარი საელჩომ გაავრცელა.

კარლ ჰარცელი: ვწუხვარ, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა, ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება