რუსული სადაზვერვო თვითმფრინავები უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნებისთვის გამოყოფილ ზონაში შეიჭრნენ, იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.
„შავ ზღვაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო სარაკეტო ძალების და სახმელეთო საჰაერო თავდაცვის ძალების საბრძოლო სროლისას, რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო თვითმფრინავებმა, როგორიცაა სუ -24 და ილ-20, უხეშად დაარღვიეს საჰაერო სივრცე“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო სარდლობის განცხადებაში.
„რუსეთის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს, ახდენს პროვოკაციებს და საფრთხეს უქმნის თავის სამხედრო მფრინავებს”, - გაანცხადა უკრაინის საზენიტო სარაკეტო ძალების უფროსმა ბორის გენოვმა.