რუსეთს შეუძლია, ვიზა გასცეს პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდისთვის, თუ აშშ ვიზებს მისცემს რუს დიპლომატებს, რომლებსაც უარი ეთქვათ შეერთებულ შტატებში შესვლაზე, იუწყება რუსული „კომერსანტი“ წყაროებზე დაყრდნობით.
ამავე წყაროზე დაყრდნობით მედია იუწყება, რომ ნულანდი რუსეთში შეიძლება, ოქტომბერში ჩავიდეს.
კომერსანტის ცნობით, ვიზის მიღების შემდეგ, ნულანდი აპირებს, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს და აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილოს.
ნულანდი იმ პირთა სიაშია, რომელთაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ, მას შემდეგ, რაც 2019 წლის მაისში, კრემლის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა.