სამხრეთ კორეაში 12-დან 17 წლამდე მოზარდებს აცრიან, 75 წელს გადაცილებულებს კი „ბუსტერ“ დოზას შესთავაზებენ

სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადებით, მომდევნო თვიდან ქვეყანაში 12-დან 17 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება, 75 წელს გადაცილებულებს კი გამაძლიერებელ, ე.წ „ბუსტერ“ დოზას შესთავაზებენ, რადგან ქვეყანა ცდილობს, ოქტომბრის ბოლოს ნორმალურ ცხოვრებას დაუბუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს (KDCA) ვაქცინაციის მრჩეველთა კომიტეტმა დაადგინა, რომ ბავშვებში ვაქცინაციის სარგებელი რისკებს მნიშვნელოვნა აღემატება.

როგორ ცნობილია, ბავშვების ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება.

რაც შეეხება გამაძლიერებელ დოზას, „ბუსტერ“ დოზა განკუთვნილია რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის, ასევე ხანდაზმულებისთვის და მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები და მომუშავე ადამიანებისთვის.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში კვირას კორონავირუსის 2,383 ახალი შემთხვევა დფიქსირდა, რის შედეგადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 303,553-ს მიაღწია, დაიღუპა 2,456 ინფიცირებული.