გერმანიის ყველაზე ცნობილი ღამის კლუბი ბერგჰაინი, რომელიც გასული წლის მარტში კოვიდპანდემიის გამო დაიხურა, 2 ოქტომბერს გაიხსნება.
Berghain-ი, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი და არაპროგნოზირებადი „კარის პოლიტიკით“, შემსვლელებს ვაქცინირებულის და კოვიდგადატანილის სერთიფიკატებს მოსთხოვს.
სექტემბრის დასაწყისში, ბერლინის სხვა კლუბები ხელახლა გაიხსნა აცრილი ან გამოჯანმრთელებული ადამიანებისთვის, სადაც გართობა ნიღბების გარეშე იყო ნებადართული.