შესაძლოა, სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ კიმ ბო-კიუმს პრეზიდენტმა ძაღლების ხორცის აკრძალვის საკითხის განხილვა შესთავაზა.
„არ დადგა დადგა დრო, რომ გონივრულად განვიხილოთ ძაღლის ხორცის მოხმარების აკრძალვა?" - ჰკითხა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს.
როგორც TheGuardian-ი წერს, ბოლო პერიოდში ძაღლის ხორცის მოხმარება შემცირდა, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ცხოველები, როგორც თანამგზავრებად და არა პირუტყვებად მიიღო.
ძაღლების ხორცი უკვე დიდი ხანიამ სამხრეთ კორეის სამზარეულოს ნაწილია.
როგორც ცნობლია, ზოგიერთი ძაღლის ჯიში სპეციალურად ხორცის წარმოებისთვის მრავლდება და გამოიყენება ტრადიციულ კერძებში.