დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, რომელიც კახეთში, სუფრასთან მის ყოფნას ასახავს, განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით, სუფრაზე მყოფი ყველა ადამიანი აცრილია.
„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24 სექტემბერს წინანდალში კახეთის მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე. 25-ში გახლდით სოფლებში, ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები. მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე, რომლის კომენტარსაც NCDC-ის პრესსსამსახური ავრცელებს.