ისრაელი ირანს „ყველა წითელი ხაზის გადაკვეთაში“ ადანაშაულებს. ამის შესახებ France24 ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ირანმა გადაკვეთა ყველა „წითელი ხაზი", რომელიც მიზნად ისახავს ბირთვული იარაღის პროგრამის შეზღუდვას, მაგრამ ისრაელი „არ დაუშვებს“ თეირანის მიერ ამ პროგრამის განვითარებას.
ბენეტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ ბოლო წლებში ბირთვული წარმოებისა და ურანის გამდიდრების შესაძლებლობების კუთხით „დიდი ნაბიჯები" გადადგა.
„არიან ისეთებიც მსოფლიოში, ვინც ირანის ბირთვული იარაღისკენ სწრაფვას გარდაუვალ რეალობად მიიჩნევენ, როგორც დასრულებულ გარიგებად, ან უბრალოდ დაიღალნენ ამის მოსმენით", - განაცხადა პრემიერმა, რომელმაც ეს პოზიცია ივნისში დაიკავა.
ირანმა, რომელიც აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამოქალაქო მიზნებისთვისაა, პარასკევს განაცხადა, რომ ელოდება მოლაპარაკებების მალე განახლებას 2015 წლის საეტაპო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.