უნგრეთის მთავრობამ და რუსულმა კომპანია "გაზპრომმა" რუსული გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, უნგრეთს რუსული გაზი 2036 წლის ბოლომდე უნდა მიეწოდოს.
ბუდაპეშტში შეთანხმებას ხელი მოაწერეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიარტომ და "გაზპრომის" გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერმა.
როგორც Deutsche Welle წერს, ხელშეკრულების პირობების თანახმად, "გაზპრომი" უნგრეთს მიაწოდებს წელიწადში 4.5 მლრდ კუბურ მეტრ გაზს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 წლის განმავლობაში, ამ მოცულობის გაზი უნგრეთს ყოველწლიურად მიეწოდება ორი მარშრუტით - ავსტრიისა და სერბეთის გავლით.
Deutsche Welle-ს ცნობით, უნგრეთის განზრახვა "გაზპრომთან" გაზის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე, აგვისტოში გახდა ცნობილი, როდესაც სიარტომ განიხილა ეს საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. 30 აგვისტოს სიარტომ გამოაცხადა, რომ "გაზპრომთან" მიღწეულია შეთანხმება ძალაში პირველ ოქტომბერს შევა.