აზერბაიჯანში 10 ნოემბერი „გამარჯვების დღედ“ გამოცხადდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბრძანებას, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამარჯვების დღის დაწესების შესახებ, ხელი მოაწერა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბრძანების თანახმად, „გამარჯვების დღეს“ აზერბაიჯანში ყოველი წლის 10 ნოემბერს აღნიშნავენ.

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.