დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა შვილიშვილმა ნინა სოკოლოვამ სოციალურ ქსელში დაწერა.

"ჩემი ბაბუკა გარდაიცვალა მეგონა ბევრის დაწერას შევძლებდი მაგრამ ვერ" - წერს ნინა სოკოლოვა.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა "მოამბის", ასევე, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად მას გადაცემები რადიოშიც მიჰყავდა.

4 თებერვალს, დავით სკოლოვს მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ ვარსკვლავი გაუხსნეს.