"თალიბანმა" ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სილამაზის სალონებს კაცებისთვის წვერის გაპარსვა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"თალიბანის" თქმით, წვერის გაპარსვა ისლამის კანონებს არღვევეს. შესაბამისად, ვინც წესს დაარღვევს, დაისჯება.
გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ ქაბულში არსებულმა ზოგიერთმაც მიიღო მსგავსი გაფრთხილება.
"თალიბანის" ოფიცრები სალონის თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ მათ უნდა დაიცვან შარიათის კანონი.
"არავის აქვს პრეტენზიის გამოთქმის უფლება", - ნათქვამია შეტყობინებაში.
როგორც ერთ-ერთი სალონის მეპატრონემ BBC-ის განუცხადა, "თალიბანის" წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ "ავღანეთში უნდა შეწყდეს ამერიკული სტილის მიმდევრობა".