საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრისთვის ბილეთი შეიძინა. ამის შესახებ მან Facebook-ზე ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტოც გამოაქვეყნა. ბილეთი 2 ოქტომბრით თარიღდება.
"რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება. თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ამას არც ჩემთვის ვაკეთებ და არანაირი პირადი ამბიცია არ მამოძრავებს, არანაირი თანამდებობის სურვილი, იმიტომ, რომ ნადმვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მომავალი ჰქონდეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.