სალომე ზურაბიშვილი: დღეს ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო

„დღეს ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო“, - ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს ფრანგული გამოცემა „კვირის ჟურნალი“ (JDD). სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, წარსულში ფრანგი დიპლომატისთვის, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა, პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაა.

როგორც ცნობილია, ,,კვირის ჟურნალისათვის“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი დიპლომატი საუბრობს ორ ქვეყანას შორის კავშირზე, საქართველოს მიზანზე შეუერთდეს ევროკავშირს და ამავდროულად, მოსკოვთან რთულ დიალოგზე, რომელიც მუდამ მხარს უჭერს აფხაზ და ოს სეპარატისტებს.

კითხვაზე, რას წარმოადგენს თქვენთვის საფრანგეთი?, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ის ,,სრულიად ქართველია“.

,,მე სრულიად ქართველი ვარ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო სამშობლო საფრანგეთის მიმართ, რომელმაც მე შემქმნა. მე აქ მივიღე განათლება და ძალიან მიჯაჭული ვარ საფრანგეთზე. ფრანგული კულტურის მიმართ ძლიერი ქართული მიჯაჭულობა არსებობს, ალექსანდრე დიუმა საქართველოში გმირია. ეს ევროპული ღირებულებებისა და ქრისტიანული ცივილიზაციისადმი მიჯაჭულობაა", - აცხადებს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტს საფრანგეთის დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიაზეც ჰკითხეს, რის პასუხადაც, მან განაცხადა, რომ მისთვის ეს გასაკვირი არაა.

,,ეს მე არ მაკვირვებს. საქართველოშიც, ჩვენ ძალიან ძლიერ პოლარიზაციაში ვცხოვრობთ. ეს მსოფლიო ფენომენი სხვა ფორმის პანდემიაა, რომლის წინააღმდეგაც დამატებითი მობილიზებაა საჭირო. ეს ითარგმნება იდენტობის თემების წამოჭრითა და საკუთარ თავში ჩაკეტვით. საქართველოში ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, მრავალი გაურკვევლობით, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. შესაბამისად, ასეთი ტენდენციაა: ჩემი იდენტობა არის ის, რაც ყველაზე ძვირფასი მაქვს", - ამბობს ზურაბიშვილი.

კითხვაზე, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოს ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამას მომავალი ადგილობრივი არჩევნები გვიჩვენებს.

,,პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია", - აცხადებს ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი.

ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაა.

საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაა. ამ ინტეგრაციის ფირმა და თარიღი ევროკავშირის ევოლუციაზეა დამოკიდებული. ამ ლოდინისას კი, უნდა მივიღოთ ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია: ჩვენ შევუერთდით ისეთ ევროპულ პროგრამებს, როგორიც ერასმუსია, განხორციელდა ვიზალიბერალიზაცია, გაიხსნა ბაზრები. საქართველო გულით ევროპულია და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ასეთი ხდება. მას კიდევ უფრი მეტად შეუძლია იყოს ევროპული", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, NATO-ში გაწევრიანება კვლავ არის თუ არა საქართველოს მიზანი, პრეზიდენტი დადებითად პასუხობს.

,,ეს ის პროცესია, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს, და გარკვეულწილად, თითქმის უფრო ადვილია. საქართველო წარმოდგენილი იყო ავღანეთში. ჯარის თავსებადობა ძალიან წინ წასული პროცესია. წლებია NATO-სთან ერთად წვრთნები გვაქვს",- აცხადებს ზურაბიშვილი.

კითხვაზე, რუსეთი დაგანებებთ, რომ ბოლომდე მიიყვანოთ ეს მიზანი, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: ,,საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ჩემს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრებისას ხშირად წამოიჭრებოდა ნატოში გაწევრიანების საკითხი. რუსეთის პოზიცია შემდეგი იყო: - ალიანსის არჩევანი სუვერენულია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მართალია, ის არ არის დაკავშირებული გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან, ახსნა მაინც საჭიროა.

პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა დაამძიმა თავისი პიზიციები ჩვენთან, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც უკრაინაში. ალიანსი არის ის ადგილი, სადაც მომავალი უნდა იყოს მყარი".

რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების შეფასებისას საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ურთიერთობები ,,სრულად გაყინულია".

,,სრულიად გაყინული. არანაირი დიალოგი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით მცირედ ტექნიკურ მიმოცვლას. თუმცა, ეს არასდროს იღებს პოლიტიკურ განზომილებას",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, პუტინთან უფრო მეტი სიმტკიცე ხომ არ არის საჭირო რათა მეტად გაიგოს?, პრეზიდენტი პასუხობს: ,,სიმტკიცე საჭიროა რათა პატივი გცენ. თუმცა საჭიროა გამოსავლების შეთავაზება. მხოლოდ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ის, რაც აკლიაევროკავშირს არის ხედვა ამ კონფლიქტებიდან გამოსავალზე და რუსეთისათვის შეთავაზებები".

სალომე ზურაბიშვილს ავღანეთში ამერიკის წარუმატებლობის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან განაცხადა, რომ ამ გამოწვევამ ვიეტნამი გამახსენა.

,,ამ გამოწვევამ ვიეტნამი გამახსენა. ეს არასტაბილურობის ფაქტორია, განსაკუთრებით, რუსეთისთვის. ეს რეგიონი გახდა მისი ჭეშმარიტი უკანა ეზო. ჩვენ იქ აღარ ვართ. როგორ უნდა გამოვიდეს ის ამ სიტუაციიდან? ეს ის შეკითხვაა, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის ძალიან აქტუალური იქნება", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში.