სიდნეი ვაქცინირებულებისთვის შეზღუდვებს აუქმებს

პირველი დეკემბრიდან, ავსტრალიის უდიდეს ქალაქში, სიდნეიში შეზღუდვები იხსნება, თუმცა, ეს შეეხება მხოლოდ ვაქცინირებულებს, - ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

გადაადგილების შეზღუდვა სიდნეიში 11 ოქტომბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით თანდათანობით მოიხსნება, რადგან ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%, 80%და 90% აღწევს.

მათ კი, ვინს სრულად ვაქცინირებულები არ იქნებიან, აეკრძალებათ ვაქცინირებულებთან კონტაქტი, მაღაზიებში, რესტორნებსა და გასართობ ობიექტებში შესვლა და ღონისძიებებზე დასხწრება.

"თუ გსურთ მეგობრებთან ერთად მიირთვათ საკვები და სახლში მიიღოთ სტუმრები, უნდა გაიკეთოთ ვაქცინაცია", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, თუმცა მას არ დაუკოკრეტებია, როგორ გაკონტროლდება არავაქცინირებულთა საქმიანობა და რა ზომებს მიიღებენ.