იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა გაიხსნა

სოფელ შქმერთან, იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი, 51,5-კილომეტრიანი გზის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

გზაზე მოსახვედრად, ავტოტრანსპორტმა თბილისიდან უნდა იმოძრაოს ქალაქ საჩხერეს მიმართულებით.

ახალი საავტომობილო გზა იწყება ქალაქ საჩხერედან გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კმ-დან და მთავრდება ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე, საიდანაც ქალაქ ონამდე მისასვლელი მანძილი 5 კმ-ია, ხოლო ქალაქ ამბროლაურამდე - 21 კმ.

საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება.