ომი სირიაში, რომელმაც 350 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ესკალაციის ახალ ფაზაშია შედის რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრამდე. ალ არაბიას ცნობით, კვირას თურქულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების შვეულმფრენს, რომელიც ასრულებდა მისიას სირიის ჩრდილოეთით, ალ-ჰასაკას პროვინციის გარეუბანში.
მედიის ცნობით, ვერტმფრენმა სარაკეტო დარტყმის თავიდან აცილება შეძლო.
Hawar News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სოფელ არ-დარდარაში მომხდარის დროს, რუსულ ბაზასთან ახლოს, ვერტმფრენებმა ცეცხლით უპასუხეს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების პოზიციებს და იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ტერიტორია.
რუსული თვითმფრინავები ზედიზედ მეორე დღეა, ახორციელებენ იერიშებს ჩრდილოეთ სირიაში, სადაც ბაშარ ასადის ძალების წინააღმდეგობის უკანასკნელი დასაყრდენი რჩება. კვირას ალეპოს ჩრდილოეთით განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა, იტყობინება სირიის ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია.
ერდოღანი აპირებს პუტინთან სირიის განხილვას 29 სექტემბერს შეხვედრისას, განუცხადეს ანკარას
Bloomberg- ს წყაროებმა განუცხადეს, რომ ერდოღანი სირიის საკითხის განხილვას მიმდინარე თვეს დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებს.
გასულ კვირას, პუტინმა შეხვედრა გამართა ბაშარ ასადთან კრემლში, სადაც თქვა, რომ სირიაში უცხოელი ჯარების ყოფნა სირიის მთავრობის თანხმობის გარეშე, იყო „მთავარი განსახილველი საკითხი“.
თურქეთი ოკუპირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამ განცხადების შემდეგ, პარასკევს, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა სამსახურმა, როსელხოზნადზორმა განაცხადა, რომ მან აღმოაჩინა საშიში პათოგენებით ინფიცირების შემთხვევები თურქეთიდან რუსეთს მიწოდებულ ხილსა და პომიდორში.
კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დღის განრიგში უამრავი განსახილველი თემა იქნება, თუმცა შეხედულებების გაცვლა სირიისა და ლიბიის თემაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გარდა რეგიონული თემებისა ისინი ეკონომიკურ და სხვა გლობალურ საკითხებსაც შეეხებიან.
,,მართლაც ბევრი სამუშაო გვაქვს ორმხრივი ურთიერთობების, საერთო ეკონომიკური პროექტებისა და ვაჭრობის კუთხით“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
პრეზიდენტები ერთმანეთს სოჭში, 29 სექტემბერს შეხვდებიან. ისინი ერთმანეთს ბოლოს 2020 წლის მარტში, მოსკოვში შეხვდნენ.