იტალია მომავალი წლის დასაწყისიდან საკუთარი მოსახლეობისთვის კოვიდ 19-ის უფასო ვაქცინაციის პროგრამას იწყებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის დროს პრიორიტეტი ჯანდაცვის მუშაკებსა და ხანდაზმულებს მიეცემათ.
რობერტო სპერანზამ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას სხვადასხვა კომპანიისგან ვაქცინების 202 მილიონი დოზის შეძენის შესაძლებლობა აქვს.
იტალიაში კორონავირუსის პანდემიის დაწყების დროიდან დღემდე ინფიცირების 1 600 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 56 000-ს აჭარბებს.