იტალიაში საფეხბურთო მატჩის დროს მწვრთნელმა მსაჯს სახეში დაარტყა

იტალიის საფეხბურთო ლიგის მეშვიდე დივიზიონის თამაშის დროს ინციდენტი მოხდა. ოლეჯიო კასტელოს და კარპიჯნანო სალენტინოს დაპირისპირების დროს, სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ჯიოვანი ალოზიმ მსაჯს სახეში დაარტყა.

მეორე ტაიმის ბოლოს, ალოზის მსაჯმა წითელი ბარათი აჩვენა, თუმცა გასახდელში წასვლის ნაცვლად, მოედანზე შევიდა და მატჩის არბიტრს დაარტყა. ამის შემდეგ, მსაჯმა მატჩი დაასრულა. თამაში მასპინძლებმა ანგარიშით 2:0 მოიგო. მომხდარის შემდეგ ალოზიმ ბოდიში მოიხადა თავისი ქმედებისთვის და გადადგა. მაგრამ მას მკაცრი სანქციები ემუქრება.