ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის დაცვა შესაძლო თავდასხმის გამო გააძლიერეს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს დაცვა გააძლიერეს, რადგან ის შესაძლოა, კრიმინალური დაჯგუფების თავდასხმის ან გატაცების სამიზნე იყოს, იტყობინება BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ცნობებით, პოლიციამ ნარკოვაჭრობასთან დაკავშირებული კრიმინალების მხრიდან ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრზე შესაძლო თავდასხმის შესახებ სიგნალები მიიღო.

გავრცელებული საფრთხის შესახებ ცნობები მოჰყვა ცნობილი ჰოლანდიელი ჟურნალისტის პიტერ რ დე ვრიეს მკვლელობას, რომელიც ნიდერლანდებში კრიმინალური სამყაროს გამოძიებით იყო ცნობილი.