4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მუშაობას განაახლებენ ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.