4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხოდმაზე მიიღეს.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროფესიული კოლეჯები და უნივერსიტეტები სასწავლო პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს სწავლას დასწრებულ ფორმატში, აუდიტორიებში განაახლებენ
მისივე თქმით, 4 ოქტომბრიდან სააღმზრდელო პროცესი აღდგება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში.
"სახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. სკოლაში ზედმიწევნით იქნება დაცული ყველა რეკომენდაცია და სამედიცინო პროტოკოლი,", - განაცხადა განათლების მინისტრმა.
განათლების მინისტრმა მოსწავლეების მშობლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.