სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები მუშაობას 4 ოქტომბრიდან განაახლებენ

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები მუშაობას 4 ოქტომბრიდან განაახლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღებანდელ სხდომაზე მიიღეს.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბრიდან სააღმზრდელო პროცესი აღდგება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ ბავშვთა გასართობი ცენტრებიც.