მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს.
21 წლის ავტომრბოლელმა „ჰაასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
წლევანდელ სეზონში უმცროსი-შუმახერი ფორმულა 2-ში გამოდის და საერთო ჩათვლასაც ლიდერობს, „ჰაასში“ კი მისი მეწყვილე, 2021 წელს, რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი იქნება.
კონტრაქტის გაფორმების მიკ შუმახერმა აღნიშნა, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზადაა და შეეცდება „ფორმულა 1“-შიც ისევე დამაჯერებლად გამოვიდეს, როგორც „ფორმულა 2“-ში.