WSJ: აშშ-ის გენშტაბის ხელმძღვანელმა ცენტრალურ აზიაში რუსეთის ბაზების გამოყენებაზე პუტინის შეთავაზება რუს კოლეგასთან განიხილა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეთავაზება განიხილა, გამოიყენოს რუსეთის სამხედრო ბაზები ცენტრალურ აზიაში ავღანეთში არსებული ტერორისტული საფრთხეების საპასუხოდ, იუწყება Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემა ამერიკელ მაღალაჩინოსნებს ეყრდნობა და წერს, რომ მარკ მილიმ ეს წინადადება გასულ კვირას განიხილა რუსეთის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომლების მოთხოვნას მოჰყვა.

ამერიკული სამხედრო პერსონალის რუსულ ბაზებზე მასპინძლობის იდეა პირველად პუტინმა 16 ივნისს ჟენევაში წამოაყენა, იუწყება ამერიკული გამოცემა. ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომლებმა სთხოვეს მილის, მიეღო განმარტება, იმიიყო თუ არა ეს ლეგიტიმური შეთავაზება თუ უბრალოდ განხილვის საკითხი.

ასევე წაიკითხეთ: აშშ-ისა და რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელებმა ორწლიანი პაუზის შემდეგ, შეხვედრა გამართეს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალს განუცხადა, რომ აშშ არ ითხოვს რუსეთის ნებართვას, თუმცა შეეცდებიან, უკეთ გაიგონ რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია.