აშშ-მა რუსეთს პატიმრობაში მყოფი რუსი ჰაკერი გადასცა, რომელსაც ჰაკერული დანაშაულებებისთვის, ცხრა წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ალექსეი ბურკოვის გადაცემის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბურკოვი 2015 წელს ისრაელში დააკავეს. 2019 წელს ისრაელიდან მისი ექსტრადიცია მოხდა აშშ-ში. ბურკოვის დაპატიმრების შემდეგ, რუსეთმა აშშ რუსეთის მოქალაქეებზე „ნადირობაში“ დაადანაშაულა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექსეი ბურკოვი 2020 წლის ივნისში, ვირჯინიის შტატის საოლქო სასამართლოში გაასამართლეს. ამერიკულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი ვებსაიტით ოპერირებისთვის, რომლებითაც ის მოპარულ, ძირითადად ამერიკულ, საბანკო ბარათებს ყიდდა. ასევე ის შუამავლობდა მოპარული ელექტრონული მონაცემებით ვაჭრობასა და უკანონო მომსახურებაში. ალექსეი ბურკოვი მას ბრალად ედებოდა საკრედიტო ბარათების თაღლითური სქემით აშშ-ში 20 მილიონ დოლარზე მეტის მოპარვა.