დმანისის რაიონში 18 წლის ახალგაზრდა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

​დმანისში უბედური შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადავარდა და დაიღუპა.

18 წლის ახალგაზრდა, სოფელ ვერისუბნის მიმდებარე ტყეში, პიკნიკზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.