საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს მიიღებს

ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,საქართველო უახლოეს დღეებში, COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს მიიღებს.

ცერცვაძის განმარტებით, ორივე მედიკამენტი პაციენტის დამძიმების რისკებს მკვეთრად ამცირებს, რადგან რემდისივირთან შედარებით, კოვიდინფიცირების ორივე სტადიის დროს გამოიყენება.

„ორი პრინციპულად ახალი მედიკამენტი შემოვა. ორივე მედიკამენტი არის სულ ბოლო სიტყვა კოვიდის მკურნალობაში და დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტებად ითვლება. ჯერჯერობით რამდენიმე წამყვანი ქვეყანა თუ იყენებს. რამდენადაც ვიცით ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, იტალია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი რომელიც ამ ორი მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.