"უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა და ჩინეთმა თანამშრომლობა უნდა განაგრძონ" - ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
გავრცელებულ რელიზში აღნიშნულია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიდეოზარის დროს, ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების საკითხებში ჩართვის აუცილებლობასა და ევროკავშირი-ჩინეთის ადამიანის უფლებების დიალოგის განახლებას, როგორც მომწიფებული ურთიერთობის მთავარ კომპონენტს.
„ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიდეოზარის დროს უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა და ჩინეთმა უნდა გააგრძელონ ინტენსიური ჩართულობა რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტაივანზე მსჯელობისას უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს ერთი ჩინეთის პოლიტიკის გატარებას. ამავე დროს, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან ტაივანთან თანამშრომლობა განავითარონ.