კორონავირუსით ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა, 33 გარდაცვლილი და 1 068 მძიმე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 914 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პაციენტი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 19 521 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 522 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 251, „პისიარ“ ტესტით – 14 271.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,93%, ბოლო 14 დღის – 6,16%, ბოლო შვიდი დღის – 5,82%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 611 269 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 582 805 გამოჯანმრთელდა, 8 917 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 774 769 აცრა, დღიურად აცრილია 12 469.

კარანტინის რეჟიმშია 45, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 278 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 726 პირი.

ამასთან, 28 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 010 პაციენტი, გარდაიცვალა 40 პირი.

საქართველო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს მიიღებს