ტრამპმა მისი შვილებისა და ადვოკატის მიერ ჯერ არჩადენილი დანაშაულის შეწყალების საკითხი მრჩევლებთან განიხილა

დონალდ ტრამპმა შვილების, სიძის და პირადი ადვოკატის რუდი ჯულიანისთვის პოტენციური შეწყალების საკითხი განიხილა. ამის შესახებ NYT-ი წერს.

ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ადვოკატის და მისი შვილების შეწყალება „აუცილებელია“, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციამ, შესაძლოა „ანგარიშსწორება დაიწყოს“ მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ.

ექსპერტების თქმით, თუ ტრამპს სურს, დაიცვას საკუთარი გარემოცვა სისხლის სამართლებრივი დევნისგან, მან უნდა განმარტოს, რომელი დანაშაულისთვის არის გიულიანი შესაწყალებელი.

უცნობია, კონკრეტულად რისგან უნდა დაიცვას პრეზიდენტის შეწყალებამ ერიკ და ივანკა ტრამპები, თუმცა მანჰეტენის ოლქის ადვოკატმა გამოძიება ჩაატარა The Trump Organization-ში, რის შედეგადაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის შვილებს გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებიან.

ასევე უცნობია, კონკრეტულად რატომ განიხილა ტრამპმა პირადი ადვოკატის, ჯულიანის შესაძლო შეწყალების საკითხი.

ტრამპი და მისი გარემოცვაც, დღემდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, მის ადვოკატთან ერთად კვლავ იბრძვის შედეგების შესაცვლელად, ამ საქმეში დასახმარებლად კი ჯულიანიმ 20,000 დოლარი მოითხოვა ყოველდღიური ჰონორარის სახით.