ბელგია ვაქცინაციას 5 იანვრიდან დაიწყებს

ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსადრ დე კროო-ს თქმით, ბელგია ვაქცინაციის დაწყებას იანვრიდან აპირებს, თუ ევროკავშირი პრეპარატს დაამტკიცებს. ამის შესახებ Brussel Times-ი წერს.

მიუხედავად ქვეყნის მზაობისა, ბელგიამ ჯერ ვერ დაადგინა, რა სტრატეგიას მიჰყვება, როდესაც მოსახლეობის ვაქცინაციას დაიწყებს. ამასთან ერთად, 11 მილიონი მოსახლის აცრა მთავრობისთვის საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს.

ქვეყნის პრემიერის განცხადებით, კონკრეტული ჯგუფების აცრა დაიწყება, ხოლო ვაქცინაცია კონკრეტულ დროს დასრულდება.

„ვაქცინაციის სტრატეგიაზე პასუხისმგებელია არამხოლოდ ფედერალური მთავრობა, არამედ ფედერაციული სუბიექტებიც, რომლებსაც საველე და პრევენციულ კამპანიის მონიტორინგი ევალებათ“, - აღნიშნა პრეიერმა.