ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა განვიხილეთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები მიმოიხილა.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ალიევთან. განვიხილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა. საუბრისას შევეხეთ ორმხრივი მნიშვნელობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს. მიმოვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ამავე თემაზე:
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა