ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1743 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2266 პაციენტი, 29 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 047 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 685 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 362 PCR ტესტით.
დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 613 012-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 585 071-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 946 ადამიანა ემსხვერპლა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.84%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.04%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 5.65%.
თბილისში დაინფიცირდა - 571, აჭარა - 85, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 79, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 262, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
ამ დროისთვის სულ 18 969 კოვიდინფიცირებულია, 4 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 513, აჭარაში - 400, იმერეთში - 896.
1 045 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში - 124, იმერეთში - 296. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 260, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 22, იმერეთში - 27. 734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 383 - თბილისში, 195 - აჭარაში. 14 012 ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 29 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 192 ადამიანი.
თვითიზოლაციაშია - 15 583.