პარტია „საქართველოსთვის“: გიორგი გახარიას თმის ნიმუშების კვლევით ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდასტურდა

პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ავსტრიაში, ვენის ლაბორატორიის, FTC-Forensisch-Toxikologisches Labor-ის დასკვნით, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არც ერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მისი მიხედვით, 2021 წლის 14 სექტემბერს ვენის (ავსტრია) ლაბორატორიაში „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ ჩატარდა გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე.