ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნო 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში. განაჩენი ცნობილი გახდა ექვსი თვის შემდეგ, რაც ის ცალკე სასამართლო პროცესზე კორუფციაში ცნეს დამნაშავედ. ამ შემთხვევაში საქმე ეხება კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით მოსამართლის მოსყიდვის მცდელობას.

France24 იუწყება, რომ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც პროცესს არ ესწრებოდა, საშუალებას მისცემენ, სასჯელი სახლში, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის ტარებით მოიხადოს. ადვოკატმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

პროკურატურის ცნობით, ნიკოლას სარკოზიმ არჩევნებისთვის კანონით დასაშვებ, 22.5 მილიონ ევროზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა დახარჯა.